თეგი: სასურსათო კრიზისი

აშშ სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად $7,6 მილიარდს გამოყოფს

შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გლობალური სასურსათო კრიზისით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, გადამწყვეტად იმოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში, აჩქარებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს. შეერთებული შტატები იღებს ზომებს და დაჰპირდა 2,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას შიმშილის პრობლემის შესამსუბუქებლად, დამატებითი 5 მილიარდი დოლარი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გამოიყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ 2021 წელს მსოფლიოში 193 მილიონი ადამიანი განიცდიდა სასურსათო დაუცველობას. ამ წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 40 მილიარდით გაიზრდება. რუსული აგრესიის შედეგად შავი ზღვის ტრადიციული მარშრუტები კვლავ გადაკეტილია. გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) ბალტიის ზღვის გავლით, 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალურ შიმშილთან თამაში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება, მსოფლიოში შიმშილი გამოიწვიოს. ამის შესახებ კოლონამ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ინფრასტრუქტურის განადგურება“. მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევას და თურქეთის განსაკუთრებულ როლს შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის გამარტივებაში. „არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინული მარცვლეული დარჩება დაბლოკილი; ეს საშიშია გლობალური სტაბილურობისთვის", - აღნიშნა კოლონამ. გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

აშშ: კრემლი საკვების მზარდი დეფიციტის გარშემო დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს

შეერთებული შტატები გმობს კრემლის ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია, დაადანაშაულოს შეერთებული შტატები, დასავლეთი და უკრაინა, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკვების მზარდი დეფიციტის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია და კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მანქანის წარმომადგენლები ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება რუსეთის პასუხისმგებლობისგან. აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა საკვების იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს. კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრა, სავარაუდოდ უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს.  თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე, რუსეთთან პროგრესს მიაღწია შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მოსავალს, მაგრამ უკრაინა შეეცდება, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი

უკრაინა ცდილობს, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი, ხოლო რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს. „უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. წელს რუსეთის შემოჭრის გამო უკრაინულ მოსავალს საფრთხე ემუქრება. მაშინ, როცა რუსეთი შიმშილით აშანტაჟებს მსოფლიოს, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

აშშ სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად $68 მილიონის ხორბალს შეისყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას (WFP) 68 მილიონ დოლარს გადასცემს უკრაინაში ხორბლის შესაძენად და შემდეგ მას სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში გაგზავნის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „შეერთებული შტატები $68 მილიონს გაიღებს უკრაინული ხორბლის შესაძენად, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მისი დაცვისკენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ“, - ნათქვამია ბლინკენის Twitter პოსტში.  

ზელენსკის თქმით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის. „რუსეთიდან საკმაოდ პროგნოზირებადი განცხადება მოვისმინეთ - ისინი საბოლოოდ აუქმებენ „მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას“. სინამდვილეში, ეს მათი დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა ჩვენი საკვებით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა. სექტემბრიდან დღემდე, „მარცვლეულის დერეფანში“ უკვე დაგროვდა 176 ხომალდი, რომლებიც მარშრუტს ვერ მიჰყვებიან. მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ბლოკადა რუსეთის მხრიდან. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე განზრახვა, დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე აფრიკასა და აზიაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა.  22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.